რუსთავის მერი ქალაქის სკოლებში მოსწავლეების მისაღებად მიმდინარე მზადების პროცესს გაეცნო
თითქმის ერთწლიანი ონლაინსწავლების შემდეგ, 15 თებერვლიდან, რუსთავის საჯარო და კერძო სკოლების ყველა საფეხურის მოსწავლეები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში განაახლებენ. რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, თამარ ხეჩიკაშვილთან ერთად, ქალაქის სკოლებში მოსწავლეების მისაღებად მიმდინარე მზადების პროცესს გაეცნო და კოვიდ 19-ის პრევენციის მიზნით არსებული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი შეამოწმა. ამ ეტაპზე, რუსთავის როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში, პედაგოგების ტესტირება მიმდინარეობს. ტესტირების პროცედურებს მასწავლებლებს და სკოლის თანამშრომლებს, რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხო გარემოს ცენტრის წარმომადგენლები სკოლებში უტარებენ. 15 თებერვლამდე, პედაგოგების ტესტირება, ქალაქის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში დასრულებული იქნება. პედაგოგებს და სკოლების სხვა თანამშრომლებს, სწრაფი და PCR ტესტი ორ კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ. რუსთავის ოცდაექვსივე საჯარო სკოლა მუშაობას შერეული მეთოდით განაახლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეთა ნაწილი, სურვილისამებრ, სწავლას დისტანციურად გააგრძელებს. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კვლავ დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შემთხვევაში, მოსწავლეების მშობლებს, ყოველ ოთხშაბათს ექნებათ საშუალება, გაიარონ რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - https://online.emis.ge/ , რის შემდეგაც, სკოლა ორი დღის ვადაში უზრუნველყოფს კონკრეტული მოსწავლის ონლაინ სწავლებაზე გადაყვანას.
RUSTAVI.GOV.GE-ის სხვა ვიდეოები
00:43
დაგეგმე შენი ბიუჯეტი
01:02
რუსთავის ინოვაციების ჰაბისა და ფონდ ,,ორბელიანის“...
01:22
რუსთავის მერი ჭყონდიდელის დასახლებაში მიმდინარე სა...
02:39
მერიამ ხელოვნური ინტელექტი-საჯარო მოხელე, ჩატბოტი...
01:38
რუსთავის მერი ქალაქის სკოლებში მოსწავლეების მისაღე...
01:34
25.06.2018 რუსთაველი ახალგაზრდა გიორგი კენჭაძე ააი...
01:13
რუსთავის მერი ,,DBA Group”- ის ექსპერტს შეხვდა
01:52
11.07.2017 რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში...
მსგავსი ვიდეოები
გუბერნატორმა რუსთაველ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულ...
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია
რუსთავის მერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსთავის მერი ჭყონდიდელის დასახლებაში მიმდინარე სამუშაოებს გ...
RUSTAVI.GOV.GE
14/12/2017
რუსთავის მერია
რუსთავის „აზოტის“ თანამშრომლების პროტესტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსთავის მერის სარჩელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster