14/12/2017
✅რუსთავის #23 საჯარო სკოლაში პროფესიული ორიენტაციის ფორუმი გაიმართა. ღონისძიებას სხვა მიწვეულ სტუმრებთან ერთად, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დავით რეხვიაშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები დაესწრნენ. შეხვედრა, მოსწავლეებისთვის პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობის მიზნით მოეწყო და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ფორუმში, ასევე მონაწილეობდნენ პროკურატურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების, საბანკო სფეროს, ფარმაცევტული და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები, მუსიკოსები, მსახიობები და წარმატებული სპორსტმენები. ღონისძიების მიმდინარეობისას, სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა სფეროში საქმიანობის სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს, რაც მათ მომავალი პროფესიის არჩევაში დაეხმარება. პროფესიული ორიენტაციის ფორუმი #23 საჯარო სკოლის ინიციატივითა და რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით მოეწყო. #ქვემოქართლი2017 #რუსთავი2017
მსგავსი ვიდეოები
14/12/2017 2 ნაწილი 191 ბაღი ჯგუფი '""სმაილი"" 3-4 წლიანები
shorena kharashvili
ეთნოფორი • etnopori (გადაცემა ასოცდამესამე) 14.12.2017წ.
გადაცემა ეთნოფორი
კასპის მერი სკანდალში გაეხვა 14.12.2017
Tv Dia
საკრებულოს სხდომა 14 12 2017
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ქალების ნარატივი (14.12.2017)
TV Pirveli
აზერბაიჯანულ ენოვანი ქრონიკა 14- 12- 2017
TV4. ge
დიანა ტრაპაიძის დღის ამბები (14.12.2017)
TV Pirveli
საღმრთო ლიტურგია | ქადაგება 14.12.2017
მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები / Father Theodore