ჟანრი ლოლაშვილი 80


ცნობილი ქართველი მსახიობი და მხატვარი იუბილარია.
ჟანრი ლოლაშვილს 80 წელი შეუსრულდა. სახალხო არტისტის და სახელმწიფო პრემიის ლაურეატის ცხოვრების დიდი ნაწილი რუსთაველის თეატრს უკავშირდება. სცენაზე გატარებული თითქმის 60 წელი, უამრავი თეატრალური თუ კინო როლი, გამორჩეული და დასამახსოვრებელი პერსონაჟები და კიდევ ერთი სფერო, რომელიც მისთვის არანაკლებ საინტერესოა, ვიდრე მსახიობობა - ახალგაზრდობიდან ხატავს, შესრულების მკვეთრად გამორჩეული ინდივიდუალური მანერა მის ყველა ნამუშევარში იგრძნობა.
მსახიობობაც და ხატვაც - მისთვის ორივე ილუზორული სამყაროა.
პერსონალური გამოფენა სახელწოდებით, „სხვა ჟანრი“ არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამართა, სადაც საზოგადოებას თავი სხვა კუთხით გააცნო. საკუთარ სახელოსნოში დღესაც ხატავს. მრავალწლიანი შემოქმედებითი გამოცდილების და საყოველთაო აღიარების მიუხედავად, მსახიობი მთავარ ცხოვრებისეულ მიღწევად მაყურებლის სიყვარულს მიიჩნევს.  

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან