კინოცენტრის ახალი დირექტორი

03/26/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე ნანა ჯანელიძე წარადგინა.

კონკურსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის შესარჩევად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 2013 წლის 25 თებერვალს გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა მიერ საბუთების წარმოდგენის ვადა მიმდინარე წლის 15 მარტს ამოიწურა. სულ შემოვიდა 15 განაცხადი: თეა გაბიძაშვილი, დინარა მაღლაკელიძე, პაატა ციკოლია, ნანა ჯანელიძე, გაგა ჩხეიძე, ნათია მეფარიშვილი, ნიკოლოზ მახარაძე, გელა ენდრიუ სული, ნიკოლოზ მახარაშვილი, ნინო კუნცევა-გაბაშვილი, გენო ცაავა, გენრი კავლელიშვილი, მედეა ფიფია, დავით ჟღენტი, ნინო ედიბერიძე.

მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა საკონსულტაციო საბჭომ (სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატურის შესარჩევად მინისტრის საკონსულტაციო საბჭო) განიხილა თხუთმეტივე განაცხადი და ხუთი საუკეთესო კონცეფცია მინისტრს გადასცა განსახილველად. საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის შერჩევისას მინისტრმა სწორედ საბჭოს რეკომენდაციებით იხელმძღვანელა.

საკონსულტაციო საბჭოს წევრები არიან: ელდარ შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, ოთარ ლითანიშვილი, ლევან თუთბერიძე, მარინა კერესელიძე, ნინო ანჯაფარიძე, დავით ჯანელიძე, გივი (ბესო) ოდიშარია, ზაზა რუსაძე, კოტე ჩლაიძე, ზურაბ მაღალაშვილი, თინა ყაჯრიშვილი, არჩილ შუბაშვილი.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან