ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

18.06.2020 01:38

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსისგან რვა პაციენტი განიკურნა, მათგან შვიდი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.

რაც შეეხება ახალ ინფიცირებულებს, დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების ხუთი შემთხვევა გამოვლინდა. ხუთივე იმპორტირებულია, აქედან ოთხი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი - თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

კლინიკაში ჯამში 20 პაციენტი მკურნალობს, ერთის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა. 

ინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე, ქვეყანაში 893 შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 739 გამოჯანმრთელდა, 14 გარდაიცვალა, ამჟამად კი კოვიდ-ცენტრებში 140 ინფიცირებული პირი მკურნალობს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi