სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნანა რინკიაშვილი გახდა
03/31/2014
ტელეკომპანია თანამგზავრი-ის
მიერ
15 ხმით 2-ის წინააღმდეგ, - ამ შედეგით დასრულდა დღეს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში დეკანის არჩევნები. ხმათა უმრავლესობით გამარჯვება, ამავე უმაღლესი სასწავლებლის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ნანა რინკიაშვილმა, მოიპოვა. მან 13 ხმით ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის გამგეს, გიორგი სიბაშვილს, აჯობა. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო უბანი დილის 10 საათზე გაიხსნა და პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. დეკანის არჩევნებში მონაწილეობას სულ ორი კანდიდატი იღებდა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1pGqgcL
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/1pGqgcL