„მართლმადიდებელი თეოლოგების დეკლარაცია „რუსული სამყაროს“ სწავლების შესახებ“
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების სტუდენტებისთვის 11 აპრილს გაიმართა ჰიბრიდული სემინარი თემაზე „მართლმადიდებელი თეოლოგების დეკლარაცია „რუსული სამყაროს“ სწავლების შესახებ“. დეკლარაციის ტექსტის ქართული ვერსია იხილეთ: https://bit.ly/3JdVoA6 დეკლარაციას, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება დაიმსახურა, ქართველმა თეოლოგებმაც მოაწერეს ხელი. სემინარზე ისინი სტუდენტებს განუმარტავენ, რატომ არის დეკლარაციის ტექსტი მნიშვნელოვანი უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. სემინარში ვირტუალურად მონაწილეობა მიიღო დეკლარაციის ტექსტის ერთ-ერთმა ავტორმა, უკრაინელმა მართლმადიდებელ თეოლოგმა, სტოკჰოლმის წმინდა ეგნატეს სახელობის მართლმადიდებელი ინსტიტუტის პროფესორმა, მღვდელი კირილე ჰოვორუნი. დეკლარაციაზე ხელისმომწერთაგან ვებინარში მონაწილეობა მიიღეს: გოჩა ბარნოვი, საბას უნივერსიტეტის პროფესორი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; თამარ გრძელიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რელიგიის კვლევების პროგრამის ასოცირებული პროფესორი; ლეონიდე ებრალიძე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი, პაპის ლატერანის (რომი, იტალია) უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი მართლმადიდებელი თეოლოგიის მიმართულებით; გურამ ლურსმანაშვილი, თეოლოგიის დოქტორანტი, საბაუნის თეოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი. დეკლარაციის მნიშვნელობაზე კომენტარს გააკეთებს რელიგიის კვლევების პროფესორი მალხაზ სონღულაშვილი. სტუმრის სტატუსით ვებინარში მონაწილეობას მიიღებს ლვოვის უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის ლექტორი, თეოლოგი პავლო სმიცნიუკი.
Ilia State University-ის სხვა ვიდეოები
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: ,,ილია – მამა"
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „ნიზამი განჯევ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია: ვაჟა-ფშაველა -...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - ”ფაუსტი”- მეორ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - ვაჟა-ფშაველას...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „ერთი პოეტის ო...
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გ...
ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - „კიდევ ერთხელ...
მსგავსი ვიდეოები
ჯვართამაღლება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დავით გარეჯელის ხსენების დღე აღინიშნება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პატრიარქის ქადაგება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა პერიოდს მიეკუთვნება ქრისტეს საფლავის ქვა
ამერიკის ხმა
მართლმადიდებელი სამყარო დღეს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს...
odishitv
მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster