აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები

23.10.2020 05:50

პოლიტიკური ტემპერატურა სულ უფრო მაღლა იწევს აშშ-ში, რომელიც 3 ნოემბერს ახალ პრეზიდენტს ირჩევს.

პრეზიდენტობის დემოკრატი და რესპუბლიკელი კანდიდატები ერთმანეთს მეორე და ფინალურ ტელე-დებატებში დაუპირისპირდნენ. მოქმედი პრეზიდენტის და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მთავარი სასაუბრო თემები ისევ პანდემია, სასამართლო სისტემა, რუსეთი, რასიზმი, საემიგრაციო და საგადასახადო პოლიტიკა და ბაიდენის შვილი იყო. „ჩვენ ვსწავლობთ ვირუსთან ერთად ცხოვრებას“, - ასეთი იყო ტრამპის გზავნილი, განსხვავებით ბაიდენისგან, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში მკაცრი ზომების ამოქმედებას არ გამორიცხავს. კანდიდატები ერთმანეთის მისამართით მწვავე განცხადებებს არც ამჯერად მორიდებიან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi