თოფურიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს კომპრომატებით ემუქრება


კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო თოფურიძე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, სოციალურ ქსელში კიდევ ერთ განცხადებას აქვეყნებს. „სად მივყავართ „ენმ“-ის ლიდერების ლიანდაგს, - წერს თოფურიძე და აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რას ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მოწოდებები, რომ ჩამოვიდეს საქართველოში და პასუხი გასცეს პროკურატურის შეკითხვებს. თოფურიძე მიიჩნევს, რომ ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი გაუგებრობაა, პარტიას ნიჭიერი ახალგაზრდები ტოვებენ! კითხვები, კითხვები, კითხვები მატულობს პარტიის ლიდერების მიმართ! მე ხელთ მაქვს ისეთი სერიოზული მაკომპრომიტირებელი დოკუმენტები (!!!) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესახებ, რომ სააშკარაოზე გამოტანის შემთხვევაში, პოლიტიკური ველი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალურად შეიცვლება!“ - წერს თოფურიძე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან