ოპოზიცია და მესამე სექტორი მოსამართლეთა ხვალინდელი კონფერენციის გადადებას ითხოვენ.
ხვალ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოთხი ახალი წევრი უნდა აირჩიონ, რასაც ხელისუფლების ოპონენტები შარლ მიშელის შეთანხმების დარღვევად მიიჩნევენ. დოკუმენტის ხელმომწერი ოპოზიციური პარტიები მართლმსაჯულების რეფორმის პროექტის მომზადებამდე პროცესის დროებით შეჩერებას ითხოვენ. ანალოგიური მოთხოვნაა სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში ახალი მოსამართლეების დანიშვნის კუთხითაც. არგუმენტად მიშელის შეთანხმების მესამე პუნქტი სახელდება, სადაც მართლმსაჯულების მასშტაბურ რეფორმაზე, მათ შორის იუსტიციის საბჭოს ძირეულ რეფორმირებაზეა საუბარი და ნახსენებია უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესის შეჩერებაც. იუსტიციის საბჭო კონფერენციის გადადებას არ აპირებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.