გვარის ისტორია - შონია

18.12.2016 03:32

გვარი შონია მე-16 საუკუნიდან მოიხსენიება XVI საუკუნეში შედგენილ ნუსხაში ხოფის ტაძრის ყმა გლეხების თეთრის გამოსაღებისა ჩაწერილია ბევროზა შონია. 1621 წელს შედგენილ აფხაზეთის საკათალიკოს მოსაკრებლების დავთარში ხაუჟელის მკვიდრ ყმა-გლეხთა სიაში ჩაწერილნი არიან უჩარდია და თენა შონიები წყაროში დასტურდება ამ გვარსახელის ფონეტიკური ვარიანტი შუნია. 1621 წელს შედგენილ აფხაზეთის საკათალიკოს მოსაკრებლების დავთარში ჩართულ თილითის მკვიდრ ყმა-გლეხთა სიაში ჩაწერილი არიან მიხილია შუნია, ბებელია და მამა შუნია ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის გამოუქვეყნებელი მასალების მიხედვით მომზადებული რუბრიკა "გვარის ისტორია" შეგიძლიათ მოისმინოთ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 8.05-ზე რადიო „ათინათის“ ეთერში რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati.  . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება: