აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - გამოხმაურება თბილისში
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში 2022 წელს მოიცავს და ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა წარადგინა. დოკუმენტი მსოფლიოს 198 ქვეყანას და ტერიტორიას ეხება, მათ შორის საქართველოს. ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა ისეთ ცნობებს, როგორებიცაა არაადამიანური მოპყრობა, სასტიკი ან ღირსების შემლახველი მოპყრობა; თვითნებური დაკავება ან დაპატიმრება, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე გამოძიებები და სასამართლო დევნა, რომლებიც ფართოდ მიიჩნეოდა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, თვითნებური ან უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; გამოხატვისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის ძალადობა და ძალადობის მუქარები ჟურნალისტების წინააღმდეგ, მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი გაერთიანებების თავისუფლებაში არსებითი ჩარევა. ასევე ლგბტქ(ი) პირების წინააღმდეგ ძალადობის ან ძალადობის მუქარის დანაშაულები. დოკუმენტის თანახმად, მთავრობის წარუმატებლობამ, რომ სარწმუნო გამოძიება ჩაეტარებინა და გაესამართლებინა 2021 წელს პრაიდის მარშის წინ ძალადობის ორგანიზატორები, ამ სამართალდარღვევების დაუსჯელობა გამოიწვია. ანგარიში ეხება ასევე საქართველოში გასულ წელს განვითარებულ სხვა მოვლენებს და ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციას. ანგარიშს გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - გამოხმაურება თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში