საბრძოლო მოქმედებების 62-ე დღე უკრაინაში
უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები 62-ე დღეა არ წყდება. აღმოსავლეთის ფრონტზე მდგომარეობა ფაქტობრივად უცვლელია, რუსეთი კვლავ ცდილობს თავდაცვის გარღვევას და აქტიურ მოქმედებებს აწარმოებს პოპასნაიას დასაკავებლად. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის სამი თვითმფრინავი და ამდენივე ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს. უკრაინის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში საოკუპაციო ძალებმა რკინიგზა დაბომბეს. ცეცხლი ხუთ სარკინიგზო სადგურს გაუხსნეს. დაიღუპა ერთი რკინიგზელი, ოთხი კი დაშავდა. სარაკეტო დარტყმა განახორციელეს რუსებმა ვინიცის ოლქის ქალაქ ჟმერინკაზე. კვლავ იბომბება ხარკოვის ოლქი, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, იერიშებს იქ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩევლის ცნობით, მტრის სამხედროების მიერ დროებით ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემიანში, აფეთქებები მოხდა ადმინისტრაციულ და პოლიციის შენობებში. აფეთქებების სავარაუდო მიზეზად, ბუნებრივ აირი დასახელდა. ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან, რუსი სამხედროების აგრესიას ქვეყანაში სულ მცირე 217 ბავშვი ემსხვერპლა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
წვრთნები ორფოლოს პოლიგონზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში დაღუპული ბერდია ჯოხაძის დაკრძალვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მთიან ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ისრაელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების 328-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულები ძმათა სას...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი ვითარება ისრაელში - ქართველები კონფლიქტის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster