საბრძოლო მოქმედებების 62-ე დღე უკრაინაში
04/26/2022
უკრაინაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები 62-ე დღეა არ წყდება. აღმოსავლეთის ფრონტზე მდგომარეობა ფაქტობრივად უცვლელია, რუსეთი კვლავ ცდილობს თავდაცვის გარღვევას და აქტიურ მოქმედებებს აწარმოებს პოპასნაიას დასაკავებლად. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის სამი თვითმფრინავი და ამდენივე ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს. უკრაინის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში საოკუპაციო ძალებმა რკინიგზა დაბომბეს. ცეცხლი ხუთ სარკინიგზო სადგურს გაუხსნეს. დაიღუპა ერთი რკინიგზელი, ოთხი კი დაშავდა. სარაკეტო დარტყმა განახორციელეს რუსებმა ვინიცის ოლქის ქალაქ ჟმერინკაზე. კვლავ იბომბება ხარკოვის ოლქი, ბოლო ერთი დღის განმავლობაში, იერიშებს იქ ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩევლის ცნობით, მტრის სამხედროების მიერ დროებით ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემიანში, აფეთქებები მოხდა ადმინისტრაციულ და პოლიციის შენობებში. აფეთქებების სავარაუდო მიზეზად, ბუნებრივ აირი დასახელდა. ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან, რუსი სამხედროების აგრესიას ქვეყანაში სულ მცირე 217 ბავშვი ემსხვერპლა.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.