ვაზის უნიკალური და იშვიათი ქართული ჯიშების აღდგენის პროგრამა
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ვაზის უნიკალური და იშვიათი ქართული ჯიშების აღდგენის პროგრამის განხორციელება დაიწყო. პროგრამის მიზანია, ვაზის იმ უნიკალური და იშვიათი ჯიშების აღდგენა, რომლებიც საქართველოში გარკვეული პერიოდის წინ არსებობდა და რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო დღეს გლეხები ან შემცირებული რაოდენობით, ან საერთოდ აღარ აშენებენ. პროგრამის ფარგლებში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოეწყო სანერგე მეურნეობა, რომელსაც იშვიათი ქართული ვაზის ჯიშების ნერგები გააჩნია. „ღვინის ეროვნული სააგენტოს" დირექტორის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ღვინის კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა" მევენახეებს ნერგებს უფასოდ გადასცემს, ხოლო შემდგომში ეს კომპანია ფერმერებისგან მოსავალს გარანტირებულად შეისყიდის. სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მევენახეებზე უფასოდ გაცემულია 15 ათასამდე ვაზის ნერგი, შემოდგომიდან კი 70 ათასი ძირის გაცემა იგეგმება. ვებ-გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/1kcFMAv
მსგავსი ვიდეოები
კახა ბერიშვილი ნამახვანჰესის უარყოფით გავლენაზე
Mtisambebi / მთის ამბები
Lost in Vine - ვაზში დაკარგულები: Part 3
Rezo Kvatchrelishvili
Lost in Vine - ვაზში დაკარგულები: Part 5
Rezo Kvatchrelishvili
Lost in Vine - ვაზში დაკარგულები: Part 1
Rezo Kvatchrelishvili
მებაღეობა-მევენახეობის და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევითი ინ...
ტელეკომპანია თანამგზავრი
#არტიშოკი როგორ იქცა სოფელი მუხური გასტრონომიული აღმოჩენების...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გადარჩენილი გადაშენების პირას მყოფი ვაზის ჯიშები
TV IMEDI
#ფერმა ჰობი, რომელიც ფერმერმა აგროტურისტულ ცენტრად აქცია სოფ...
პირველი არხი - ფერმა