კახა ბერიშვილი ნამახვანჰესის უარყოფით გავლენაზე

06/27/2021

© https://mtisambebi.ge/​​​​​​​​​ - „ნამახვანჰესის“ მშენებლობის გამო, 1500 ჰექტარზე რომ წყალს დააგუბებენ, ტენი აუცილებლად მოიმატებს და ვაზის დაავადებებს ხელს შეუწყობს. რასაკვირველია ხარისხი გაფუჭდება. 800 მილიონიაო ინვესტიცია, ხომ ამბობენ, იქიდან რა შემოვა და დარჩება ქვეყანაში, მერე დავითვალოთ გარკვეული თანხა რომ ჩადო ვაზის მიკროზონების განვითარებაში იმერეთსა და ლეჩხუმში, რა სარგებელს მოიტანს. იმ შემოსავალს, რასაც მე ვიღებ აქედან, ვერცერთი კომპანია ვერ გადაუხდის ვერცერთ მუშას, გამორიცხულია. ჰესიდან ფული მიდის ვიღაცის ჯიბეში, შეიძლება 100 კაცის, მაგრამ ეს მიწა, მიკროზონები, ის სიმდიდრეა, რაც ჩემთვის მოაქვს ამ ვენახს. ლეჩხუმში უნიკალური და იშვიათია. ბატონო მინისტრო, ლევან დავითაშვილო, დიდი უსინდისობაა იმის დანგრევა, რაც შენ არ გეკუთვნის“, - კახა ბერიშვილი - მეღვინე, ართანული ღვინოების დამფუძნებელი.

ვიდეოები „Mtisambebi / მთის ამბები"-ისგან