შსს-ს და „ღია საზოგადოება - საქართველოს“ შორის მემოდანდუმი გაფორმდა
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი „ღია საზოგადოების სამართლებრივი ინიციატივის“ (OSJI) მიერ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის ეროვნულ ფონდებსა და „იურიდიული დახმარების რეფორმატორთა ქსელთან“ (LARN) ერთად შემუშავებული პროექტის – „პოლიციის მიერ დაკავების დროს ეჭვმიტანილის საპროცესო უფლებები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში: ემპირიული კვლევა და საუკეთესო პრაქტიკის ხელშეწყობა“ განხორციელებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროექტი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში დაკავებულ ან ბრალდებულ პირთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესწავლას და პოლიციის თანამშრომლების მიერ ამ კუთხით არსებული გამოცდილებისსაგაუმჯობესებლად რეკომენდაციების შემუშავებას ისახავს მიზნად. მისი კვლევა პროცედურული უფლებების განმარტების, დუმილის უფლების, სამედიცინო დახმარების და ადვოკატის ხელმისაწვდომობის დაცვის საკითხებზეა კონცენტრირებული. კვლევა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პრაქტიკოსების ყოველდღიურ საქმიანობაზე პირდაპირი დაკვირვებით განხორციელდება. პრაქტიკული საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით პოლიციელთა, ადვოკატთა და დაკავებულების მიზნობრივი გამოკითხვა ჩატარდება. პროექტის ფარგლებში მონაწილე პირების პერსონალური ინფორმაციის საიდუმლოება იქნება დაცული. სიახლის სრულიად სანახავად გადადით შემდეგ ლინკზე : http://goo.gl/PKCk2K
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
როგორ ხედავენ პოლიტიკური პარტიები შსს-ს და პროკურატურის რეფო...
Studio Re - სტუდია რე
დასავლეთის არაობიექტური პოლიტიკა საქართველოს რუსეთისკენ უბიძ...
Leguna Kheveli
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მკვლელობა გორში - უცხო ქვეყნის მოქალაქემ შსს-ს თანამშრომელი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ფონდის წარმომადგენელი მოამბის ეთერში პროკურატურისა და შსს-ს...
Open Society Foundation
შს სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს თელავში აღნიშნავს
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს აკადემიაში ღია კარის დღე გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ნ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო