რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 106 რაკეტა ისროლეს

11.02.2023 01:17

დღეს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 352 ე დღეა. რუსულმა ძალებმა უკრაინის წინააღმდეგ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 106 რაკეტა ისროლეს და 59 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტების სამიზნე ამჯერადაც უმეტესად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა იყო. მათივე ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ გამოიყენა 32 S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტა და საჰაერო და საზღვაო ბაზირების 74 ფრთოსანი რაკეტა. მათგან 61 უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს“, - აცხადებენ გენშტაბში. უწყების ცნობით, უკრაინელებმა ასევე 22 დრონის ჩამოგდება შეძლეს. ამასთან, მტერმა უკრაინის ტერიტორია მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 90-ზე მეტჯერ დაბომბა. უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვის დროს მოსახლეობას მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ თითოეული უკრაინელით ამაყობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: