თეონა ქარდავა: გადაეცით ეს 20 ლარი წითლიძეს, რომ ჯარიმის გადახდაში დავეხმაროთ
04/19/2019
Radio Atinati-ის
მიერ
სამოქალაქო აქტივისტმა თეონა ქარდავამ საკრებულოს სხდომაზე 20 ლარი მიიტანა და ენმ-ის წევრს პაატა ადამიას უთხრა, რომ თანხა ანა წითლიძისთვის გადაეცა. მისი თქმით, ამ სახით ის ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს ეხმარება, რომ სასამართლოს მიერ დაკირსებული ჯარიმა გადაიხადოს.
„მე, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს შეურაცხყოფა მომაყენა და მის გარშემო მყოფებმა 5 ლარიანები ამიფრიალეს, თითქოს, სუს-ის მოგზავნილი ვიყავი. მათთვის ჯობია, აქ იყვნენ ხოლმე და საკუთარი პრობლემების განხილვას მოუსმინონ. მე, როგორც თანამოქალაქეს, მინდა, რომ დავეხმარო ჯარიმის გადახდაში, რომელიც სამართლიანად დააკისრა სასამართლომ. ეს იქნება ჩემი შემწეობა მის მიმართ“, - თქვა ქარდავამ.
მის საპასუხოდ ენმ-ის წევრმა პაატა ადამიამ თქვა, რომ ქარდავას შეუძლია გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში თავად მივიდეს და წითლიძეს პირადად „დაეხმაროს“.
„მე შუამავლად ვერ გამოდაგდებით. შეგიძლიათ, მიბრძანდეთ შტაბში, აქედან შორს არ არის. სხდომაზე მოვა თუ არა ანი, ეს მისი გადასაწყვეტია“, - უთხრა ქარდავას ადამიამ.
სამოქალაქო აქტივისტმა კი აღნიშნა, რომ მოქალაქეებისთვის შტაბი დახურულია და მას ანა წითლიძე იცავს. აქვე ქარდავამ დასძინა, რომ თუკი შემდეგ სხდომაზე წითლიძე მოვა, თანხას კიდევ დაამატებს, თუმცა, საბოლოოდ 20 ლარი სამოქალაქო აქტივისტმა თავადვე აიღო.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...