ოჯახური ძალადობის მძიმე სტატისტიკა


ფემიციდის კიდევ ერთი შემთხვევა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომხდარი ფაქტი, რომელმაც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კიდევ უფრო აქტუალური გახადა.

ქმარმა ცოლი არასრულწლოვანი ბავშვების და მოქალაქეების თვალწინ მოკლა. ეს ბოლო ერთ კვირაში მომხდარი ერთადერთი შემთხვევა არ არის. რამდენიმე დღის წინ მამაკაცი ყოფილ მეუღლეს ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე დაესხა თავს და დაჭრა.

დაზარალებულთა მიმართვიანობის და შემაკავებელი ორდერების გამოწერის გახშირების მიუხედავად, ქალებზე ძალადობის სტატისტიკა წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად რეაგირებს მსგავსი შემზარავი ფაქტების დროს საზოგადოება, „მოამბემ“ ექსპერიმენტი ჩაატარა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან