პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში - მთავარი გზავნილები
02/20/2024
ახალი მოწოდებები და რეკომენდაციები ბრიუსელიდან.
პრემიერის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი შეხვედრები ევროკავშირის ლიდერებთან მნიშვნელოვანი გზავნილებით დასრულდა. კანდიდატის სტატუსის მიღების და საქართველოს მთავრობაში მომხდარი ცვლილებების ფონზე ვიზიტის მიმართ ინტერესი გაორმაგებულია. რეფორმების დაჩქარება და წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკომისიის ცხრაპუნქტიანი დავალების შესრულება მთავარი მოწოდებაა. ევროკავშირის ხელმძღვანელების მხრიდან დღეს რამდენიმე მიმართულებაზე გაკეთდა აქცენტი. ესენია: სასამართლო რეფორმა, ანტიდასავლური რიტორიკის წინააღმდეგ ბრძოლა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო კოდექსის ცვლილების დროს ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინება. ბრიუსელში ქართულ დელეგაციას დღეს უთხრეს, რომ 2024 წელი დემოკრატიისთვის ტესტი იქნება. იყო საინტერესო მინიშნებები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების სავარაუდო თარიღებზე. ახსენეს კონკრეტული ეკონომიკური პროექტებიც.
ანა ბროლაძემ მოისმინა ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ მედიისთვის გაკეთებული განცხადებები.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.