ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში
საქართველოს პრემიერ მინისტრი რამდენიმე წუთის წინ ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს მის რეზიდენციაში შეხვდა. მანამდე კი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, ოლივერ ვარჰეის შეხვდა. განხილვის მთავარი თემები ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადი, შევსებული კითხვარი და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის საქართველოს მზაობის შესახებ ევროკომისიის დასკვნა იყო. ასევე, ისაუბრეს კითხვარის შევსების სამუშაო პროცესზე, რაც ქვეყანამ ვადაზე ადრე, წარმატებით განახორციელა და იმ მნიშვნელოვან შემდეგ ეტაპებზე, რაც საქართველომ უნდა გაიაროს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ასოცირებული ტრიოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს თან ახლავს ევროკავშირის ინსტიტუტების ურყევი მხარდაჭერა. შეხვედრაზე რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს, რა დროსაც პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. შეხვედრის შემდეგ პრემიერმა „თვითერში“ დაწერა, რომ ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებზე შესანიშნავი საუბარი მქონდა ევროკომისართან. „რეგიონში მოვლენათა ბოლოდროინდელმა განვითარებამ კონკრეტული მექანიზმების საჭიროება წარმოშვა ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშესაწყობად. საქართველოსადმი კონსოლიდირებული მხარდაჭერისთვის ჩვენი ევროპელი პარტნიორების მადლობელი ვარ“, - წერს პრემიერი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა
Tabula ტაბულა
პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster