ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში


სეზონური ვირუსების გავრცელების მაჩვენებლები პიკს აღწევს.
მომდევნო კვირას სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად ექიმები ეპიდემიოლოგიური ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას პროგნოზირებენ. მიმართვის რაოდენობა გაზრდილია კლინიკებშიც, სადაც ძირითადად ე.წ. ღორის გრიპით ინფიცირებული პაციენტები ხვდებიან. სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში კვლავ ცირკულირებს კორონავირუსი. „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების სტატისტიკა ბოლო პერიოდში შედარებით გაზრდილია. საფრთხეა „ომიკრონის“ ახალი ქვეშტამის გავრცელებისაც, რომლის ცირკულაცია უკვე დაიწყო აშშ-ში. ეპიდემიოლოგები მოქალაქეებს პირბადეების ტარებისკენ და ჰიგიენური ნორმების დაცვის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან