აქცია „ამომრჩეველთა კავშირის“ ორგანიზებით
სახალხო მოძრაობა „ამომრჩეველთა კავშირის“ ინიციატივით, საქართველოს პირველი არხის შენობასთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა არხის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესში ცვლილებები მოითხოვეს და განაცხადეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების პარტიული ნიშნით დაკომპლექტება არ უნდა ხდებოდეს. ტელევიზიის შენობის წინ შეკრებილებმა ხუთი მოთხოვნა დააყენეს, მათ შორის არის „დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე გადაცემათა ციკლისთვის“ საეთერო დროის გამოყოფა. ერთ-ერთი მოთხოვნა, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, არხის დაბალი რეიტინგის გამო, გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის თანამდებობიდან გადადგომაა, ასევე, საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება საზოგადოებრივი მაუწყებლის სააქციო საზოგადოებად გარდაქმნისთვის. აქციის ორგანიზატორები, მათი მოთხოვნების განსახილველად, დღეიდან, 10 დღის განმავლობაში, სამეურვეო საბჭოს ვადამდელი სხდომის დანიშვნას ითხოვენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#არჩევნები2020 აქცია „ლელოს“ ოფისთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 აქცია ჭიათურაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ცესკო-ს ორგანიზებით აქცია - „გადაამოწმე საკუთარი თავი ამომრჩ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ხელოვნების მუზეუმთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპული საქართველოს“ აქცია-პერფორმანსი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია „იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„უკრაინის და ჩვენი თავისუფლებისთვის“ - პარლამენტთან აქცია გა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„აფხაზეთიდან ბუჩამდე“ - აქცია-პერფორმანსი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster