„უკრაინის და ჩვენი თავისუფლებისთვის“ - პარლამენტთან აქცია გაიმართება

31.03.2022 01:09

პარტია „ევროპული საქართველო“ „ტაბულასთან“, „თავისუფლების ინსტიტუტთან“ და „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოებასთან“ ერთად, 3 აპრილს, საქართველოს პარლამენტის წინ აქციას გამართავს სახელწოდებით - „უკრაინის და ჩვენი თავისუფლებისთვის“. აქციასთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა დღეს საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მათი განცხადებით, აქციაზე მისული მოქალაქეები მოისმენენ სიტყვებს, მაგრამ არ იქნება არცერთი სიტყვით გამომსვლელი - ეკრანზე გავა ვიდეორგოლები, რომელიც თავისუფლებისთვის ორი ქვეყნის თაობათა ბრძოლას ასახავს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: