გიორგი გახარია მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

23.03.2020 05:27

კორონავირუსის გლობალურ გამოწვევასთან სწრაფად და ეფექტურად გამკლავების მიზნით სახელმწიფოსა და ბიზნესის მხრიდან ერთობლივად განსახორციელებელი ნაბიჯები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა კერძო სექტორისა და მსხვილი დამსაქმებლების როლზე, ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვის პროცესში. საუბარი შეეხო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შედეგად დაწესებულ შეზღუდვებს და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესს, მათ შორის ბიზნესის მხრიდან დასაქმებულთა მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას და ამ საკითხთან დაკავშირებული რეკომენდაციების დაცვას. ბიზნესის წარმომადგენლებს დეტალურად განემარტათ ცალკეული რეგულაციების მოქმედების სფერო. მსხვილი ბიზნესსუბიექტების წარმომადგენლებს საბანკო სექტორის მზაობის პროცესზე მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ სექტორი მომზადებულია მოსალოდნელ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად და ფინანსურ სექტორს შეუძლია, დაბალანსებულად უპასუხოს შექმნილ გამოწვევებს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმის მოქმედების მიუხედავად, ინფრასტრუქტურულ პროექტები არ შეფერხდება და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, ამასთანავე დაიწყება ახალი მსხვილი პროექტებიც, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტიმულირებას. პრემიერის განცხადებით, მსგავსი გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც მთავრობის მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად უკვე გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები, ქვეყნის ეკონომიკას მისცემს საშუალებას, კრიზისის შემდგომ, განვითარების ჩვეულ რეჟიმს რაც შეიძლება მოკლე ვადაში დაუბრუნდეს. მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეფექტურად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ბიზნესი მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა და ფულადი თუ მატერიალური რესურსებით მაქსიმალურად დაუჭიროს მხარი სახელმწიფოს შექმნილი ვითარების დაძლევის პროცესში. შეხვედრაზე ასევე განხილული იყო კორონავირუსის გავრცელების გამო ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი ეფექტური გადაჭრის კონკრეტული მექანიზმები. შეხვედრაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილი და ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი მონაწილეობდნენ. #StopCoV

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთან
06:09

პრემიერ-მინისტრის შეხვედრა მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებთა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

იუსტიციის მინისტრის მოსმენა პარლამენტში / საარჩევნო რეფორმაზე მუშაობა დაიწყო #LIVE
55:35

იუსტიციის მინისტრის მოსმენა პარლამენტში / საარჩევნო რეფორმაზ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ბრიფინგი
41:13

პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ბრიფინგი

MULTIMEDIA GE

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
01:38

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ინვესტორებისთვის შესათავაზებლად მსხვილი ლოგისტიკური და ინდუსტრიული პროექტები მზადდება
01:40

ინვესტორებისთვის შესათავაზებლად მსხვილი ლოგისტიკური და ინდუს...

Georgian Government

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი მსხვილი საინვესტიციო პროექტები
02:05

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ახალი მსხვილ...

Georgian Government

თათბირი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და მის მოადგილეებთან
00:36

თათბირი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და მის...

Georgian Government

გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებს შეხვდა
01:04

გიორგი გახარია მსხვილ დამსაქმებლებს შეხვდა

Georgian Government

ყველა ვიდეო