„რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქციებს იწყებს

10.10.2022 06:35

https://mtisambebi.ge/ - მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ კვლავ იწყებს აქციებს - „ნამახვანჰესის“ პროექტთან ერთად, მოძრაობა, ხელისუფლების მიერ, რაჭასა და ქვემო სვანეთში 105 ათასი ჰექტარი ტყის 49 წლით „გასხვისებას“ აპროტესტებს; რიონის ხეობის მოსახლეობა ითხოვს ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის რეაბილიტაციასაც, რომ რაჭისა და ლეჩხუმის სოფლები ხალხისგან უფრო მეტად არ დაიცალოს. სოფელ ტვიშში აქციის დროს დიდი რაოდენობით პოლიცია იყო მობილიზებული. მომდევნო აქცია შაბათს, 15 ოქტომბერს გაიმართება.

გაზიარება: