„კინო რეგიონებში” - პროექტის პრეზენტაცია

07/22/2015
culturegovge culturegovge-ის მიერ

22 ივლისს, კულტურის სამინისტრში გაიმართა პროექტის „კინო რეგიონებში“ პრეზენტაცია. ღონისძიებას გაუძღვნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის რეგიონული პროექტების დეპარტამენტის უფროსი კონსტანტინე ჩლაიძე.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით, რეგიონებში ახალი კინოპროექტი იწყება. პირველად, დიდი პაუზის შემდეგ, 23 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს 19 რეგიონში მაყურებელი წარმატებულ თანამედროვე ქართულ ფილმებს ნახავს.

კინოჩვენებები გაიმართება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კულტურის სახლებსა და ცენტრებში, რომლებიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ეკრანებითა და პროექტორებით აღიჭურვა.

23 ივლისდან, ყოველ ხუთშაბათს, ეკრანზე გამოვა ახალი ქართული ფილმი, რომლის ნახვის საშუალება მაყურებელს ერთი კვირის განმავლობაში ექნება. პროგრამაში შედის 2013-2015 წელს გადაღებული, ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად ნაცნობი ფილმები, რომლებმაც მსოფლიოს წამყვან ფესტივალებზე წარმატებას მიაღწიეს.




http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან