„კოვიდ-19“ - ვითარება საქართველოს რეგიონებში

13.04.2020 04:36

ზომები კიდევ უფრო გამკაცრდა მარნეულის რაიონში, სადაც მეოთხე კვირაა, კარანტინი მოქმედებს. სოფელი მარადისი ჩაიკეტა, რაც ნიშნავს, რომ სოფლიდან სხვა სოფელში გადასვლა ან რაიონულ ცენტრში წასვლა იკრძალება. მარადისში უკვე „კოვიდ-19“-ის ექვსი ფაქტია დადასტურებული. ინფიცირების წყარო დაუდგენელია. ახალი ფაქტები აღარ გამოვლენილა კიდევ ერთ ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში - ბოლნისში.

მაღალი რისკის ზონაა ქობულეთის რაიონიც. სოფელ გვარას კლასტერი გაიზარდა, რის გამოც მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში კარანტინია გამოცხადებული. ინფიცირებულებთან საკონტაქტო წრე კი უკვე 350 ადამიანს აღწევს. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 28-ს საეჭვო პაციენტის პასუხებს ახლაც ელოდებიან.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო