საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორის, ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულის, გიორგი მაღრაძის სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ დღეს გაიმართება. პროკურატურა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. გიორგი მაღრაძეს ბრალდება 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ილია თვალიაშვილის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 5 ივლისს, გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე მაღრაძე და მასთან ერთად მყოფი პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ საქართველოს პირველი არხის ოპერატორს, ფიზიკური ძალადობითა და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მისი მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაკავება ჟურნალისტებზე ძალადობის ბრალდებით
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯგუფური ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯგუფური ძალადობისა და ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ილია თვალიაშვილის ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოცხადდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმე - სააპელაციო სასამართლოს გადა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster