ღირსების ორდენის გადაცემა

09.09.2011 01:29

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ივლისის № 21/07/03 განკარგულებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ღირსების ორდენით დააჯილდოვა დავით მონავარდისაშვილი და ზურაბ ლომიძე. დავით მონავარდისაშვილი თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში საბალეტო სპექტაკლების სცენოგრაფიის შექმნისა და თეატრალურ მხატვრობაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებებისთვის, ხოლო ზურაბ ლომიძე თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდნენ. web-page: http://www.mcs.gov.ge faceebook: http://www.facebook.com/culturegovge twitter: http://twitter.com/#!/CULTUREgovge youtube:    / culturegovge   flickr: http://www.flickr.com/photos/cultureg... myvideo: http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება: