ელიზაბეთ რუდი ლანჩხუთში, ჩიბათის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა

19.10.2018 01:22

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩიბათის საჯარო სკოლაში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იმყოფებოდა. ელიზაბეთ რუდი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველ მფლობელს, პედაგოგ ლადო აფხაზავას, სკოლის ადმინისტრაციასა და მოსწავლეებს შეხვდა. რუდი ჩიბათის სკოლის ორგანიზებით განხორციელებულ სამოქალაქო განათლების პროექტების პრეზენტაციებს დაესწრო. აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული მინი-გრანტების მეშვეობით, მოსწავლეებმა, პედაგოგის მხარდაჭერით, განახორციელეს სკოლისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო პროექტები. ელიზაბეთ რუდი დღესვე ლანჩხუთის ოკუპაციის მუზეუმსაც ეწვევა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: