ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი თურქეთში გაემგზავრა

07/17/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

18-19 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ ლევენთ მურათ ბურჰანს შორის მოლაპარაკებებისა და თურქეთისკულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ გამოხატული კეთილი ნების საფუძველზე, ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი მესამედ ეწვევა თურქეთს. მათ ექნებათ იშხანზე მიმდინარე სამუშაო პროცესის შეფასებისა და, საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციების შემუშავების შესაძლებლობა.

სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტის დირექტორი ბესიკ მაცაბერიძე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი მერაბ ბოჭოიძე, სააგენტოს თანამშრომლები გიორგი გაგოშიძე და ნიკოლოზ ზაზუნიშვილი, საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების ცენტრის არქიტექტორი იოსებ ბანძელაძე და გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევის ცენტრის თანამშრომლები ირინე გივიაშვილი და ქეთევან აბაშიძე.

ქართველ სპეციალისტთა ჯგუფი უკვე ორჯერ იმყოფებოდა თურქეთის ტერიტორიაზე, იშხანსა და ოშკში, და მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებულ იქნა იშხანზე მიმდინარე სამუშაო პროცესში.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან