უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა


რუსული ნავთობის შესყიდვისთვის ზედა ზღვრული ფასის დაწესებას ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს „სერიოზული გადაწყვეტილება არ არის, რადგან 60 დოლარის დაწესება ტერორისტული სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის, კომფორტულია“. ზელენსკის თქმით, ენერგეტიკული ბაზრის მიზანმიმართული დესტაბილიზაციით, რუსეთმა უკვე მიაყენა კოლოსალური ზარალი მსოფლიოს ყველა ქვეყანას. მისივე თქმით, ერთი ბარელი რუსული ნავთობის შესყიდვა 60 დოლარად, ნაცვლად 30 დოლარისა, როგორც ამას პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ითხოვდნენ, რუსეთის ბიუჯეტს წლიურად, ერთი მილიარდი დოლარის შემოსავალს მოუტანს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან