უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა


„მსოფლიომ უნდა შეაჩეროს ომი, მადლიერი ვარ მათი, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად მოქმედებს, თუმცა უკვე ერთი თვეა ომია და მშვიდობიანი ხალხის წინააღმდეგ ტერორი გრძელდება“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში. ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთს მოუწოდა, აჩვენონ საკუთარი პოზიცია უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, რადგან მისი სიტყვებით, „უკრაინის მიწები მხოლოდ დასაწყისია“. პრეზიდენტის თქმით, დღეს ბრიუსელში სამი მნიშვნელოვანი სამიტი ჩატარდება და ის მნიშვნელოვანია თითოეულის უსაფრთხოებისთვის, მათგან სერიოზულ ნაბიჯებს ველით - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მიმართა ასევე რუსეთის მოქალაქეებს და აღნიშნა, რომ რუსეთი საკუთარი მოქალაქეების დანარჩენი მსოფლიოსგან იზოლირებას ახდენს, რათა უფრო მარტივად გააკონტროლოს ისინი და გაუშვას ომში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან