„გემო ფესტი“ რაჭაში


ამბროლაური გასტრონომიულ ფესტივალს „გემო ფესტს“ მასპინძლობს. დღეს და ხვალ, მთელი დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ რაჭული და ლეჩხუმური კერძები, შეუერთდნენ სამეწარმეო ბაზრობებს და ბავშვებისთვის გასართობი სივრცეებით ისარგებლონ. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შეფ მზარეულებთან ერთად, ფესტივალისთვის ადგილობრივ მზარეულებს რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდა. „გემო ფესტის“ მიზანია, ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრონომიული მიმართულებით ახალი ტურისტული სერვისების განვითარება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან