„გემო ფესტი“ - რაჭაში
გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი პროექტი დაიწყო. 26-27 აგვისტოს პირველ ფესტივალს ამბროლაური უმასპინძლებს. ფესტივალზე რაჭის, ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამზარეულოები იქნება წარმოდგენილი. პროექტის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია, გასტრონომიული მიმართულებით ახალი სერვისების შექმნა და განვითარება, რაც შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების ზრდას ხელს შეუწყობს. „გემო ფესტი“ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამოცდილ შეფ-მზარეულებთან ერთად ფესტივალში მონაწილეების მსურველთა შერჩევა და მომზადება დაიწყო. ფესტივალის მონაწილეების მოძიებასა და მომზადებაში ჩართულები არიან სოფლის განვითარების სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია და გასტრონომიული ასოციაციები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„გემო ფესტი“ რაჭაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„გემო ფესტი“ რაჭაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„გემო ფესტი“ რაჭაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„საიმედო ტურის“ მოგზაურობა რაჭაში ნიკოლოზ რაჭველთან და ნიკოლ...
TV IMEDI
მესტიამ „გემოფესტს“ უმასპინძლა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„გემო ფესტი“
TV IMEDI
„გემო ფესტი“
TV IMEDI
„გემო ფესტი“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster