აწყურის ტაძრის არქეოლოგიური გათხრების ახალი აღმოჩენები
აწყურის საკათედრო ტაძარში არქეოლოგიური გათხრების დროს ორი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გამოვლინდა. როგორც არქეოლოგიური ჯგუფის ხელმძღვანელი ვახტანგ ლიჩელი აცხადებს, ტაძრის ინტერიერში გამოვლენილია ძველი შენობათა ნაშთები, რომელიც ადრეულ შუა საუკუნეებს მიეკუთვნება და ეს ძველი შენობების ნაშთები სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებს წარმოადგენდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ „საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდთან“ ერთად აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. ამ ეტაპზე, რეაბილიტაციის ფარგლებში, ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. აწყურის ტაძრის ტერიტორიაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დასრულების შემდეგ კი დაგეგმილია ტაძრის მცირე კონსტრუქციული გამაგრებები; აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალ წელს დაიწყება. არქეოლოგიურ სამუშაოებს პროფესორი ვახტანგ ლიჩელი ხელმძღვანელობს. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
აწყურის ციხისა და აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რეაბილიტაცია
culturegovge culturegovge
აწყურის ტაძრის რესტავრაცია იწყება
samkhretis karibche
აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აწყური
culturegovge culturegovge
ბიძინა ივანიშვილმა აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიძინა ივანიშვილმა აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის რესტავრაციაზე
მარშალ პრესი
#ახალიდღე აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართული ეკლესია ფილადელფიაში
ამერიკის ხმა