იტალიას პირველი ქალი პრემიერი ჰყავს
ჯორჯია მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი გახდა. პარტია „იტალიის ძმების“ ლიდერმა ფიცი უკვე დადო. მანამდე იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯია მელონის კოალიციური მთავრობის ფორმირების უფლება მისცა. შედეგად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, ქვეყანას ულტრამემარჯვენე მთავრობა ჰყავს. ახალმა პრემიერმა უკვე დაასახელა ოცდაოთხივე მინისტრის ვინაობა. ახალ მთავრობაში პარტია „იტალიის ძმების“ გარდა, კიდევ ორი პარტიაა - მატეო სალივანის „ლიგა“ და ანტონიო ტაიანის „წინ, იტალია“. სალივანი და ტაიანი ვიცეპრემიერები გახდნენ, ტაიანი ასევე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტსაც ჩაიბარებს, სალივანი კი ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი მატეო პიანტედოზი გახდება, რომელიც სალივანის მოკავშირედ ითვლება და უკანონო ემიგრაციის მოწინააღმდეგეა. იუსტიციის მინისტრად კარლო ნორდიო ინიშნება, თავდაცვის მინისტრად კი გუიდო კროზეტო. ჯორჯია მელონის პარტიამ სექტემბერში გამართულ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
42° პარალელი - იტალიის არჩევნები 2022
პირველი არხი - 42-ე პარალელი
არჩევნების შედეგები იტალიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იტალიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იტალიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქვეყნის ეპიდვითარება უკიდურესად მძიმდება / ევროპა - ეპიდემიი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მუსიკო♫ლოგოსი - მისი უდიდებულესობა - ორკესტრი!
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ლგბტ სიახლეები | ნათია ქოლუსის შოუ
LOVER OF TRUTH ქართული