აქციის მონაწილე მიკროავტობუსების მძღოლები დროებით დაიშალნენ

02/18/2018
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდში რკინიგზის მიმდებარედ მომუშავე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები სავაჭრო ცენტრ „ალიანსთან“ შეიკრიბნენ. ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე მინისადგურის „ექსპრეს 777“-ის მოწყობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ მსგავსი სადგურების სიმრავლე მათ მუშაობაში ხელს უშლის. მათივე თქმით, აქ სადგურის მოწყობა დაუშვებელია, რადგან ის ტროტუარზეა განთავსებული. მძღოლები ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რის შემდეგაც მათ აქციის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.„პოლიციელებმა გვთხოვეს, რომ დღეს დავშლილიყავით. ვითხოვთ, რომ ამ ადგილზერ არ იყოს სადგური, რადგან ეს არის უკანონო გადაწყვეტილება. თუ ჩვენს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, აქციებს განვაგრძობთ“, - ამბობენ მძღოლები.

ისინი სადგურების მოწყობის ლობირებაში მერიის სატრანსპორტო განყოფილების წარმომადგენელს დავით ხუბუას ადანაშაულებენ. თავის მხრივ, ხუბუა ამბობს, რომ მერიას ამ ტერიტოირაზე სადგურის მოსაწყობად ნებართვა არ გაუცია და ეს მათ კომპეტენციას სცილდება.

„საქალაქთაშორისო ტრანსპორტის სადგურის მოწყობა ჩვენ არ გვეხება. ეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმეა და შეგიძლიათ მათთან გაარკვიოთ, რა ნებართვა გასცეს და აქვთ თუ არა ამ ტერიტორიაზე მუშაობის უფლება“, - აღნიშნა ხუბუამ.ამ დროისთვის მძღოლებმა მუშაობა განაახლეს, თუმცა ხვალიდან პერმანენულ აქციებს აანონსებენ.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან