ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
21 აგვისტოს, ჯვარში ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ცერემონია გაიმართა. ვიცე-პრემიერმა, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის განსაზღვრას ითვალისწინებს. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საინვესტიციო ფონდის, ენერგო სექტორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ენგურჰესი ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინიტროსა და შპს „ენგურჰესის“ ხელშეწყობითა და თანადგომით განხორციელდება. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
culturegovge culturegovge
ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი - კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი
culturegovge culturegovge
ენგურჰესის კაშხალზე ტურისტული ზონა - მსოფლიო დონის ატრაქცია...
culturegovge culturegovge
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტ...
culturegovge culturegovge
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ორი უწყების მინისტრი ეწვია
culturegovge culturegovge
ენგურჰესთან ტურისტულად მიმზიდველი კულტურული სივრცე მოეწყობა
culturegovge culturegovge
ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი
Enguri HPP
ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი წელიწადის ყველა დროს რეაბილიტაცი...
წალენჯიხის ტელევიზია / TV JIKHA