#მოამბე 21 საათზე, 26 იანვარი, 2024 #LIVE


• სომხეთის პრემიერის ვიზიტი თბილისში და საქართველო-სომხეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი - ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ნიკოლ ფაშინიანთან, აუდიენციაზე განხილული საკითხები, ერთობლივი განცხადებები და მნიშვნელოვანი გზავნილები
• ხელისუფლება ახალი ევრორეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობას იწყებს და მხარეებს სამუშაო შეხვედრაზე ეპატიჟება - ოპოზიციის ნაწილი თანამშრომლობას გეგმავს და კოლეგებს პროცესში მონაწილეობისკენ მოუწოდებს, თუმცა ხელისუფლების მსგავსად ვარაუდობს, რომ ოპოზიციის ნაწილი შეხვედრას პოლიტიკური შოუს მოსაწყობად გამოიყენებს
• დასავლეთი რუსეთისთვის დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსასრულებლად საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს დადებითად აფასებს - სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობების სტატისტიკა და ევროკავშირის ელჩისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის შეფასებები
• თენგიზ აბულაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ რეტროსპექტივას „ყელსაბამი ჩემი სატრფოსთვის“ გახსნის - გენიალური ქართველი რეჟისორის ფილმები ციფრულ მატარებლებზე, აღდგენილი შედევრები და არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმები რეტროსპექტივის პროგრამაში

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან