ვითარება ქუთაისის ინფექციურში
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ხუთი წლის ბავშვს კოვიდ-19 არ დაუდასტურდა. კლინიკის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდ 19-ის დიაგნოზით ექვსი პაციენტია მოთავსებული, მათგან ორს დაავადება მსუბუქი ფორმით აქვს, ორი პაციენტი საშუალო სიმძიმისაა, ორი კი - მძიმეა. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკას ახალი პაციენტები არ მიუღია. ქუთაისის ცხელების ცენტრს კი, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 22 პაციენტმა მიმართა, მათგან ანალიზი შვიდს აუღეს და ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა. დღეს კლინიკაში კიდევ რვა ახალი პაციენტია შესული, მათ ანალიზებს ლაბორატორიაში დღეს გაგზავნიან. ცხელების ცენტრი ერთი კვირის წინ გაიხსნა და ამ ხნის მანძილზე სამედიცინო დაწესებულებას 120 პაციენტმა მიმართა. იზოლაციაში რჩება საჩხერის სამედიცინო ცენტრის მედპერსონალის 10 წარმომადგენელი, ვისაც ინფიცირებულ ინფექციონისტთან უშუალო კონტაქტი ჰქონდა. ისინი კლინიკის პალატებში იმყოფებიან და მათთან ამ დრომდე დაავადების არავითარი სიმპტომები არ გამოვლენილა - ამის შესახებ სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, მიხეილ ქამუშაძემ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ინფექციონისტის დადებითი პასუხის შემდეგ, კლინიკაში 100 თანამშრომლის სწრაფი ტესტი ჩატარდა და ყველა პასუხი უარყოფითია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კორონავირუსი - ვითარება ქუთაისის ინფექციურში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„კოვიდ 19“ - ვითარება იმერეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ქუთაისისა და საჩხერის სამედიცინო ცენტრებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება იმერეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster