„კოვიდ 19“ - ვითარება იმერეთში
ქუთაისში სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც „კოვიდ 19“-ით დაინფიცირებული 67 წლის პაციენტი „ცხელების ცენტრში“ გადაიყვანა, თვითიზოლაციაშია. ინფიცირებული მამაკაცი კი ინფექციურში მკურნალობს, სადაც ასევე მოთავსებულია მისი მეუღლეც. ქალბატონის ბიოლოგიური ნიმუში ქუთაისის ლაბორატორიაშია გაგზავნილი და პასუხი დღის ბოლომდე გახდება ცნობილი. ეპიდემიოლოგები მამაკაცის კონტაქტების გარკვევას ცდილობენ. მისი დაინფიცირების პირველწყარო, ჯერჯერობით, უცნობია. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია არ აქვს, შესაბამისად, არც იზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა, მისი კონტაქტები არც ისე ფართოა. პაციენტი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანებში ცხოვრობს. ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. იმერეთში სულ საკარანტინო სივრცეებში 400-მდე მოქალაქეა, თვითიზოლაციაშია 170 პირი. ქუთაისის ლაბორატორიას ამუშავებიდან ამ დრომდე 304 ნიმუში აქვს გამოკვლეული და აქედან რვა დადასტურებული შემთხვევაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
კოვიდ 19 - ვითარება იმერეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ვითარება იმერეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კორონავირუსი - ვითარება იმერეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეპიდემიოლოგიური ვითარება იმერეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster