შეხვედრა სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებზე

06/30/2017
Municipality of Marneuli-ის მიერ

29 ივნისს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ პეტრე კანკავამ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების, ასევე სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად მარნეულში საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მომხსნებელებმა სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელებული და დეგეგმილი ღონისძიებებისა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის კუთხით სოფლის მეურნეობის განვითარების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრეს. ადგილობრივ მეწარმეებს და ფერმერებს დეტალურად მიეწოდათ ინფორმაცია იმ სარგებელსა და პერსპექტივებზე, რაც ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების პირობებში ეძლევათ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მეწარმეები და ფერმერები.
ვრცლად იხილეთ: http://marneuli.gov.ge/…/1577-shexved...

ვიდეოები „Municipality of Marneuli"-ისგან