„მეტი ზრუნვა, მეტი თანადგომა“ უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის

15.06.2018 00:54

ზუგდიდში უფასო სასადილოს ბენეფიციარებისთვის საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა „აფხაზეთმა“ ღონისძიება „მეტი ზრუნვა, მეტი თანადგომა“ მოაწყო. პროექტის მონაწილე ახალგაზრდები სასადილოს ბენეფიციარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან. ღონისძიებაზე სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა სიმღერები და ლექსები შეასრულეს. „ამ დღის მიზანია, რომ მეტი მზრუნველობა და მხარდაჭერა დავანახოთ ამ ადამიანებს. გვინდა მოვუწოდოთ ყველას, ვისაც შეუძლია მსგავსი ღონისძიების ორგანიზაება, გაუხალისოს თუნდაც ერთი დღე მათ“, - აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა მარი შონიამ. თავად ბენეფიციარებმა ორგანიზატორებ მადლობა გადაუხადეს და თქვეს, რომ მსგავსი შეხვედრები მათთვის მნიშვნელოვანია, რათა მარტოდ არ იგრძნონ თავი. ბენეფიციარებთან დღეს ზუგდიდის მერი ლაშა გოგიაც იმყოფებოდა, რომელმაც სასადილოს ბენეფიციარები 25 ივნისს დაგეგმილ ანსამბლ „ივერიას“ კონცერტზე მოიწვია, რომელიც „კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის“ საკონცერტო დარბაზში გაიმართება და მათ უფასო ტრანსპორტი მოემსახურებათ. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბენეფიციარებისთვის სასიამოვნო და უზრუნველი გარემოს შექმნა. მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სოციალური პროგრამები და ამ სერვისის გაუმჯობესებაა“- აღნიშნა მერმა. ღონისძიება პროექტის „ხელსაქმისა და მეწარმეობის შესწავლით ნდობის აღდგენის ხელშეწყობის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც „ჯერმან მარშალ ფონდის შავი ზღვის პროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით (BST) ხორციელდება. პროექტს ცენტრი “აფხაზეთი“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და ქ. სოხუმში მსგავსი ფორმატით ახორციელებს. საერთო ჯამში, პროექტის ფარგლებში, 40 ახალგაზრდა ქალი ოთხ სხვადასხვა ხელობას 4 თვის მანძილზე შეისწავლის. გარდა ამისა, მონაწილეები ჩართულნი არიან სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში. პროექტი 6 თვეს გაგრძელდება და მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ამომრჩეველთა მოსყიდვა თუ ხალხზე ზრუნვა - თემურ გორგაძე
26:18

ამომრჩეველთა მოსყიდვა თუ ხალხზე ზრუნვა - თემურ გორგაძე

Girchi - მეტი თავისუფლება

გააფერადე ლაგოდეხი
01:40

გააფერადე ლაგოდეხი

Orbeliani Georgia

\"რაში გვჭირდება ადრეული განვითარება?!\" - სტერეოტიპები ადრეულ განვითარებაში
21:43

"რაში გვჭირდება ადრეული განვითარება?!" - სტერეოტიპები ადრეულ...

მასწავლე, რომ განვვითარდე!

Arctic MX-6 თერმო პასტა, როგორ გამოვიყენოთ თერმო პასტა ACTCP00079A
00:30

Arctic MX-6 თერმო პასტა, როგორ გამოვიყენოთ თერმო პასტა ACTCP...

ინტერნეტ მაღაზია GITEC

სააკაშვილი ვერ აცნობიერებს, რომ მხარდამჭერებზე გაცილებით მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს - ნინო ბურჯანაძე
01:53

სააკაშვილი ვერ აცნობიერებს, რომ მხარდამჭერებზე გაცილებით მეტ...

MULTIMEDIA GE

სხეულზე ზრუნვა, მოკლე მაგრამ ძლიერი სავარჯიშო კომპლექსით.

სხეულზე ზრუნვა, მოკლე მაგრამ ძლიერი სავარჯიშო კომპლექსით.

Kundalini Yoga - Marina Kvataia

კორონავირუსი - ზრუნვა სიცოცხლისთვის, თუ პოლიტიკური პოზიციების გამყარება?!
43:51

კორონავირუსი - ზრუნვა სიცოცხლისთვის, თუ პოლიტიკური პოზიციები...

კობა ჯუმუშაძე Koba Jumushadze

საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი - ყველაფერი ერთ ვიდეოში.
02:36

საქველმოქმედო ფონდი საქართველოს კარიტასი - ყველაფერი ერთ ვიდ...

Caritas Georgia

ყველა ვიდეო