პრეზიდენტის მიმართვა პარლამენტს ზვიად გამსახურდიას საქმეზე
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმის გამოძიების ვადის გახანგრძლივებას ითხოვს. პარლამენტისადმი პრეზიდენტის მიმართვას, მისი პრესსამსახური ავრცელებს - „როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, არ შეიძლება, არ გავიზიარო ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა. ვიცი, რომ ამისათვის საჭიროა შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარება, ეს კი პრეზიდენტის კომპეტენცია არ არის. მივმართავ საკანონმდებლო ორგანოს, შესაძლებლობის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას ჩემი და ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების თხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში. ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიებას ხანდაზმულობის ვადა 31 დეკემბერს ეწურება. საქმეზე ძიება 2015 წლის შემდეგ განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა კანადის პარლამენტს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა საბერძნეთის პარლამენტს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიმართვა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მიმართვა სააკაშვილის შეწყალების თაობაზე - შეფასებები პოლიტიკ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრეზიდენტის მიმართვა კონფერენციაზე
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
პრეზიდენტის მიმართვა სასახლიდან
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
ბოლო მოხსენება პრეზიდენტის რანგში - სალომე ზურაბიშვილის მიმა...
Business Media Georgia
14 მარტს პარლამენტი პრეზიდენტს მოუსმენს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster