„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია თავისუფლების მოედანზე
დავით გარეჯში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა დღეს აქცია გამართეს. დემონსტრაცია თავისუფლების მოედანზე, ცოტა ხნის წინ დასრულდა. დედაქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილებს პარტიის ლიდერებმა მიმართეს. მათი განცხადებით, პროტესტის მთავარი მიზანია, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაინახოს, რომ მოსახლეობა დავით გარეჯის დათმობას არ აპირებს. ამასთან, პარტია წინა ხელისუფლების დროს მოქმედი სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობის გამოძიებასაც მოითხოვს. „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები და აქტივისტები დღევანდელი აქციისთვის სხვადასხვა რაიონიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ. „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის დაწყებამდე, თავისუფლების მოედანზე პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრები მივიდნენ. მათ საკრებულოს შენობიდან ნატო-ს დროშა გადმოფინეს. „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს სურდათ, აქციის ორგანიზატორებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს სწორედ ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#არჩევნები2020 „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შავქოლგიანთა აქცია - რა სურს „პატრიოტთა ალიანსს“?
რადიო თავისუფლება
„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაიცავი დავით გარეჯი - „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქცია ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 „პატრიოტთა ალიანსის“ მოსაწვევები აქციაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„არა ნაციზმს“ „პატრიოტთა ალიანსის“ აქციას უერთდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"პატრიოტთა ალიანსი" 3 ოქტომბერს, 17:00 საათზე, თავისუფლებს მ...
Alliance Official