დაიცავი დავით გარეჯი - „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია
„დაიცავი დავით გარეჯი! - ამ ლოზუნგით და მოწოდებით, „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები, მხარდამჭერებთან ერთად, ამჯერად თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. პარტიის ლიდერებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს საკითხის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე. მათი თქმით, პროტესტის მთავარი მიზანია, საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებამ დაინახოს, რომ მოსახლეობა დავით გარეჯის დათმობას არ აპირებს. ასევე, აღინიშნა, რომ საჭიროა, წინა ხელისუფლების დროს მოქმედი სადელიმიტაციო კომისიის საქმიანობის გამოძიება დაიწყოს. „პატრიოტთა ალიანსის“ აქციის დაწყებამდე, თავისუფლების მოედანზე „ევროპული საქართველოს“ წევრები მივიდნენ. მათ საკრებულოს შენობიდან ნატო-ს დროშა გადმოფინეს წარწერით „ნატო აქაურობას“. პარტიის წარმომადგენლებმა ამ ფორმით კიდევ ერთხელ დაადასტურეს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი. მოგვიანებით, ბანერი „პატრიოტთა ალიანსის“ აქციაზე მისულმა ერთ-ერთმა პირმა ჩამოგლიჯა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაიცავი შენი წილი საქართველო! (25.07.2019/18:00)
TV Operat2
"დაიცავი დავითგარეჯი"
Giorgi Burduladze
მამა პეტრე კვარაცხელია - დავითგარეჯი
sky armors
ნიკა ქვრივიშვილი მოდური პატრიოტიზმი
sky armors
კვირის ინტერვიუ - ირაკლი აბსანძის სტუმარია დავით მაღრაძე - „...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაიცავი ბუნება და იქნები დაცული - დავით კაკულია, ჟურნალისტი
ეროვნული სატყეო სააგენტო
,,დაიცავი საქართველო'' ყრილობას მართავს
TV IMEDI
მოძრაობა „დაიცავი საქართველო“ საზოგადოებრივ შეკრებას მართავს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster