სააპელაციო სარჩელი


ნიკა მელიასათვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას ორივე მხარე ასაჩივრებს.

პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართა. ახლა მეორე ინსტანციას 72 საათიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ პროცესი ჩანიშნოს. ბრალდების მხარე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას ასაჩივრებს. დეპუტატის უფლებადმაცველი გიორგი კონდახაშვილი კი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გარკვეულწილად კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის. შესაბამისად, დაცვის მხარე, მელიასთვის კონკრეტული შეზღუდვების დაწესების შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას, სააპელაციოში გაასაჩივრებს. მათ შორის საუბარია, საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, ნიკანორ მელიასათვის საცხოვრებელი ადგილის დატოვების აკრძალვაზე.

სააპელაციო სასამართლოს, მელიას ადვოკატიც დღეს მიმართავს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან